კომპანია MONT სთავაზობს პარტნიორებს Microsoft Office 365-ს ყოველთვიური გადახდით
ძვირფასო პარტნიორებო!
კომპანია MONT-მა და კორპორაცია Microsoft-მა ხელი მოაწერეს შეთანხმებას Cloud Service Provider Tier II (CSP)-ის შესახებ. ამ კონტრაქტის საშუალებით MONT-ის პარტნიორებს შეეძლებათ, მიყიდონ Office 365 საბოლოო მომხმარებლებს ან მის საფუძველზე მომსახურება გაუწიონ ყოველთვიური გადახდით პირობით, ფაქტიური მოხმარებისათვის. ამ პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა პარტნიორს უკრაინიდან, საქართველოდან და დსთ-ს ქვეყნებიდან.
CSP Tier II-ის შეთანხმების ფარგლებში კომპანია MONT-მა მიიღო Microsoft-ის Cloud პროდუქტების მიწოდების ექსპლუზიური უფლება ყოველთვიური გადახდის პირობით, ფაქტიური მოხმარებისათვის. ეს მეთოდი საშუალებას აძლევს კლიენტებს შეცვალონ სერვისების შემადგენლობა მათი მოთხოვნების მიხედვით თითქმის ყოველდღიურად. კონტრაქტის პირობის თანახმად, კომპანია MONT-ს ეძლევა საშუალება, იმუშაოს მხოლოდ პარტნიორული ქსელის საშუალებით.
კონტრაქტის პირობის თანახმად, პარტნიორებს შეუძლიათ, როგორც Cloud პროდუქტების გადაყიდვა, აგრეთვე მათ საფუძველზე შექმნან საკუთარი IT-სერვისები, მაგალითად, კორპორატიული ფოსტა, შიდა პორტალი და ა.შ.
გავრცელების ეს სქემა საინტერესო იქნება IT კომპანიის უმრავლესობისათვის და ტელესაკომუნიკაციო ბაზრისათვის: რესელერებისათვის, სერვის და ჰოსტინგ პროვაიდერებისათვის, IT აუთსორსინგ კომპანიებისათვის, ტელეკომ-პროვაიდერებისა და სისტემური ინტეგრატორებისათვის.
ზემოთაღნიშნული შესაძლებლობების რეალიზაციისათვის კომპანია MONT-მა შეიმუშავა და ექსპლუატაციაში გაუშვა მრავალფუნქციური სისტემური ავტომატიზაცია: MONT Cloud Distribution Platform (MCD Platform), რომელიც აძლევს საშუალებას პარტნიორებს:
- შექმნან ბოლო მომხმარებლებისათვის ვირტუალური სერვისების ვიტრინა საკუთარ დომენზე და დიზაინზე ან მიიღონ საჭირო კონტენტი პროგრამული ინტერფეისების საშუალებით;
- კლიენტთან მუშაობის ისტორიის კონტროლი, მათი ლიცენზიური ანგარიშების შედგენა და Cloud პროდუქტების აქტივაცია, კლიენტების დროული ინფორმირება და აქტუალური ბმულების მხარდაჭერა Cloud პროდუქტების მართვის საფუძველზე;
- კლიენტებთან მუშაობისას გადახდის სხვადასხვა ფორმების გამოყენება (შემდგომი გადახდა, დეპოზიტი და ა.შ.);
- კომპანია MONT-თან ყველა დარიცხვისა და გადარიცხვის ავტომატიზირებული აღრიცხვა;
- კლიენტების უზრუნველყოფა პირველადი ტექნიკური დახმარებით კომპანია MONT-ის მიერ.
ასორტიმენტში შედის, როგორც Office 365-ის გაფართოებული ტარიფი ბიზნესისათვის, აგრეთვე ტარიფები, რომლებიც შეიცავენ სამაგიდო Office-ს ან ცალკეულ პროდუქტებს (Exchange Online, Sharepoint Online და ა.შ.).
ამ სისტემაში მუშაობის დაწყება ძალიან მარტივია: პარტნიორმა უნდა მოაწეროს ხელი დამატებით შეთანხმებას ლიცენზირების ხელშეკრულებაში MONT-თან და მიიღოს ექაუნთის მონაცემები წვდომისათვის.
კითხვების შემთხვევაში, მიმართეთ ალექსანდრე ბერიძეს.