კომპანია MONT წარმოგიდგენთ ინფორმაციას, საქონელსა და მომსახურებებს ინტერნეტ- საიტზე mont.com (შემდგომში პორტალი MONT), შემდეგი პირობებისა და დებულებების შესაბამისად (შემდგომში „პირობები“).
გთხოვთ ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ პირობებს პორტალით სარგებლობის დაწყებამდე. თუ თქვენ არ ეთანხმებით ამ პირობებს, გთხოვთ ნუ ისარგებლებთ პორტალით MONT.
„თქვენ“ ან „თქვენი“ მიანიშნებს მხოლოდ თქვენზე (ანუ პირზე , რომელიც კითხულობს, და კისრულობს ვალდებულებებს მოცემული პირობების შესაბამისად), ხოლო თუ თქვენ მუშაობთ პორტალზე MONT კორპორაციის ან სხვა იურიდიული პირის (მათ შორის სააქციო საზოგადოების, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების, ან შეზღუდული პასუხისმგებლობის ამხანაგობის) სახელით, მაშინ მიანიშნებს ერთობლივად თქვენზე და იმ სხვა კორპორაციასა თუ იურიდიულ პირზე, რომის სახელითაც თქვენ მუშაობთ პორტალთან MONT.
1. თუ ქვენ სარგებლობთ პორტალით MONT იურიდიული პირის სახელით, თქვენ იძლევით რწმუნებას, რომ უფლებამოსილი ხართ მიიღიოთ აქ მოცემული დებულებები და პირობები ამ იურიდიული პირის სახელით. ასევე, თქვენ აღიარებთ, რომ ხართ 18 წელს მიღწეული ასაკის პირი. არასრულწლოვან პირებს არ შეუძლიათ ისარგებლონ პორტალით MONT.
2. თქვენ თანახმა ხართ, რომ თქვენი ყველა თანამშრომლისაგან მოითხოვოთ ვალდებულების აღება აქ მოცემული დებულებებისა და პირობების დაცვზე და ასევე თანახმა ხართ იკისროთ პასუხისმგებობა თქვენი თანამშრომლების მოქმედებებზე და უმოქმედობაზე პორტალ MONT-თან დაკავშირებით, პირობების ყველა დარღვევის ჩათვლით. თქვენ თანახმა ხართ, რომ ყველა თქვენი თანამშრომელი იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერი პაროლის კონფიდენციალობაზე, რომლებითაც ისინი ისარგერბლებენ პორტალთან MONT წვდომისათვის, და თქვენ თანახმა ხართ, რომ არც ერთ თანამშრომელს არ მისცეთ ნებართვა რათა გადასცეს პაროლი ან მომხმარებლის სახელი ან ამ პორტალზე წვდომის უფლება სხვა თანამშრომლებს ან მესამე მხარეებს. თუ თქვენი თანამშრომელი თავისუფლდება სამსახურიდან ან თქვენ გსურთ, რომ შეუზღუდოთ მის პორტალთან MONT წვდომის უფლება, ყველა ამ ცვლილებზე პასუხისმგებელი იქნებით მხოლოდ თქვენ.
3. თუ თქვენ გსურთ, რომ ისარგებლოთ პორტალით MONT, მაშინ თქვენ მთლიანად და უპირობოდ უნდა მიიღოთ ამ წესების ყველა პირობა. თქვენ იძლევით რწმუნებას და გარანტიას, რომ ნებისმიერი ინფორმაცია რომელსც თქვენ წარმოადგენთ პორტალი MONT-ით სარგებლობასთან დაკავშირებით, არის და იქნება სწორი, ნამდვილი, ზუსტი და სრული, და რომ თქვენ თვალყურს გაადევნებთ და პერიოდულად განაახლებთ ამ ინფორმაციას. თქვენ თანახმა ხართ, რომ, თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდება არასწორი, მოძველებული ან არასრული, კომპანია MONT-ს უფლება აქვს ჩამოგართვათ პორტალით სარგებლობის უფლება.
4. პორტალი MONT-ით სარგებლობისათვის, თქვენ ვალდებული ხართ დარეგისტრირდეთ პორტალზე, მისამართზე: http://www.mont.com და წარმოგვიდგინოთ სრული და სარწმუნო ინფორმაცია თქვენს შესახებ. თქვენ შეიძლება მოგეთხოვოთ ხელშეკრულების დადება კომპანია MONT-თან, რათა მიიღოთ წვდომა მოცემული პორტალის ამა თუ იმ განსაზღვრულ ნაწილებთან. რეგისტრაციისათვის გამოიყენეთ კორპორატიული ფოსტის ელექტრონული მისამართი და თანამშრომლის ფაქტიური სახელი და გვარი. თქვენ თანახმა ხართ, რომ არ გამოიყენებთ მოსარგებლის სახელს (ან ელექტრონული ფოსტის მისამართს), რომელიც უკვე გამოიყენება სხვა პირის მიერ.
ავტორიზაციის მონაცემების (ლოგინი და პაროლი), რომლებსაც თქვენ მიიღებთ პორტალი MONT-ით სარგებლობისას, დანიშნულებაა მათი გამოიყენება მხოლოდ თქვენი პირადი სარგებლობისათვის და არა ნებისმიერი სხვა პირებისათვის. თქვენ კისრულობთ პაასუხისმგებლობას ნებისმიერი პაროლის კონფიდენციალობაზე, რომლითაც თქვენ ისარგებლებთ პორტალთან MONT წვდომის მისაღებად, და თანახმა ხართ, რომ არ გადასცემთ თქვენს პაროლს ან ლოგინს მესამე მხარეს. თქვენ სრულად ხართ პასუხისმგებელი მონაცემთა ნებისმიერ გაცვლაზე პორტალთან MONT, რასაც ადგილი აქვს თქვენს პაროლთან დაკავშირებით. თქვენ თანახმა ხართ, რომ დაუყოვნებლივ აცნობებთ კომპანია MONT-ს თქვენი პარილის ან ლოგინის ნებისმიერი უკანონო გამოყენების ან კონფიდენციალობის სხვა დარღვევის შესახებ თქვენს სააღრიცხვო ჩანაწერთან ან პორტალთან MONT დაკავშირებით. კომპანია MONT არ არის პასუხისმგებელი დანაკარგსა თუ ზარალზე, რაც შეიძლება მოგადგეთ ზემოაღნიშნული ვალდებულებების დარღვევის გამო, თქვენივე მიზეზით.
5. თქვენ თანახმა ხართ, რომ ინფორმაცია, რომელსაც აგროვებს, ინახავს და ამუშავებს კომპანია MONT, მოიცავს თქვენს მიერ პორტალზე MONT და პორტალი MONT-ის პირად კაბიმეტში რეგისტრაციის დროს ან MONT-ის ღონისძიებებზე რეგისტრაციის დროს შეყვანილ ან მესამე პირებისაგან მიღებულ საკონტაქტო მონაცემებს, მონაცემებს ორგანიზაციის შესახებ, საგადასახადო რეკვიზიტებს. კომპანია MONT არ აგროვებს ინფორმციას, რომლის გამოყენებასაც კრძალავს კანონმდებლობა.
პორტალზე რეგისტრაციისას, გთხიოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა და მიუთითოთ მასში თქვენი ზოგიერთი პირადი მონაცემი. ამ ინფორმაციას ჩვენ გამოვიყენებთ თქვენთან შემდგომი კავშირებისათვის.
პერსონალური მონაცემების შეგროვების მიზანია თქვენთვის იმ მომსახურებების გაწევა, რომლებსაც თქვენ პორტალის მეშვეობით შეუკვეთავთ.
გამონაკლისია შემდეგი შემთხვევები:
- პირადი მონაცემების მფლობელის თანხმობის მიღების შემდეგ, შესაბამისი მოქმედებები ამ ჩანაწერების მიმართ;
- აუცილებლობის შემთხვევაში ამ მონაცემების გადაცემა თქვენი შეკვეთის ან მოთხოვნის შესასრულებლად;
სასამართლო, სამართალდამცავი და სხვა სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნებისა და შეკითხვების შესრულება, თუკი ეს მოითხოვება მოქმდედი კნონების დაცვის მიზნით,
6. თქვენ თანახმა ხარ, რომ კომპანია MONT გამოგიგზავნით ინფორმაციას პროდუქტების, მომსახურებების, სპეციალური შეთავაზებებისა და აქციების შესახებ, რომლებსაც წარმოგიდგენენ კომპანია MONT და მისი პატრტნიორები.
7. პორტალი და MONT-ის პორტალზე წარმოდგენილი საქონელი, მომსახურებები, პროგრამული უზრუნველყოფა, ინფორმაცია, დოკუმენტები და გრაფიკა შეიძლება შეიცავდეს ტექნიკურ უზუსტობებს, შეცდომებსა და ნაკლოვანებებს. ასეთი ინფორმაცია შეიძლება ცვალებადი იყოს. კომპანიას MONT და/ან მის მიმწოდებლებს უფლება აქვთ ნებისმიერ მომენტში გააუმჯობესონ და/ან შეცვალონ ასეთი მონაცემები პორტალზე.
8. ლინკები პორტალზე MONT საშუალებას გაძლევთ გამოხვიედთ პორტალიდან MONT. კომპანია MONT არ აკონტროლებს ვებ-საიტებს, რომლებზეც კეთდება მინიშნებები და არ აგებს პასუხს ნებისმიერი ასეთი ვებ-საიტდების შინაარსზე ან მათ ნებისმიერ ცვლილებასა თუ გაუმჯობესებაზე. კომპანია MONT ასეთ საიტებზე ლინკებს გთავაზობთ მხოლოდ ხელსაყრელობის მიზნით.
9. პორტალით MONT სარგებლობისას, თქვენ უნდა დაიცვათ ყველა მოქმედი კანონი, ნორმა და მოთხოვნა. თქვენ თანახმა ხართ:
- არ ისარგებლოთ პორტალით MONT თაღლითური ან უკანონო მიზნებით;
- არ შეაგროვოთ ან პირადად არ მიიღო პერსონალური ხასიათის ინფორმაცია პორტალის MONT სხვა მომხმარებლებისაგან;
- არ წარმოადგინოთ საკუთარი პიროვნება ნებისმიერი პირის თუ კომპანიის სახით, კომპანია MONT-ის ნებისმიერი წარმომადგენლის ჩათვლით და დაუსაბუთებლად არ ამტკიცოთ თქვენი კავშირების შესახებ ამა თუ იმ პირთან ან კომპანიასთან;
- არ ჩაერიოთ პორტალის, მისი სერვერებისა და ქსელების მუშაობაში და არ დაარღვიოთ ისინი, რომლებიც გამოყენება პორტალთან წვდომისათვის, და არ დაარღვიოთ ასეთი ქსელების ნებისმიერი მოთხოვნები, პროცედურები, პრინციპები ან ნორმები;
- არ გაამრავლოთ, გადაიღოთ, გაყიდოთ, გადასცეთ სხვა პირებს ან სხვაგვარად არ გამოიყენოთ პორტალის ნებისმიერი ნაწილი კომერცკული მიზნებით;
- არ შეცვალოთ, გადააკეთით, მოახდინოთ ადაპტირება გადათარგმნოთ, გააკეთოთ საინჟინრო ანალიზი, დეკომპილაცია ან პორტალის ნებისმიერი ნაწილის დაშლა (მისი შინაარსის, პროგრაული უზრუნველყოფის ან სხვა მასალების ჩათვლით), გარდა კანონმდებლობით უშუალოდ ნებადართული შემთხვევებისა;
- არ გამოიყენოთ რობოტები, დანართები პორტალში ძიების/სხვა პროგრამების ამოღების, ან მონაცემების ხელოვნული საშუალებებით ამოღების, ინდექსირების, ძიების ან შეგროვების მიზნით.
10. წინამდებარე პირობების დებულებებზე დამატებით, ნებისმიერ აქციაზე (შემდგომში „აქცია“) რომელიც ვებ-საიტის მეშვეობით ტარდება, შეიძლება გავრცელდეს განსაკუთრებული წესები, რომლებიც არ შედის მოცემულ პირობებში. ნებისმიერ ასეთ აქციში მონაწილეობისას, თქვენს მიმართ განხორციელდება აღნიშნული წესები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს აქ წარმოდგენილი პირობებისა და დებულებებისაგან. კომპანია MONT დაბეჯითებით გირჩევთ, რომ გაეცნოთ ამა თუ იმ კონკრეტულ აქციაში გამოყენებულ განსაკუთრებულ პირობებს
11. თქვენ თანახმა ხართ, რომ კომპანიას MONT შეუძლია საკუთარი შეხედულებისამებრ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიზეზით ან მიზეზის გარეშე შეგიწყვიტოთ წვდომა პორტალზე და ნებისმიერ სააღრიცხვო ჩანაწერზე, რომელიც თქვენ შეიძლება გქონდეთ პორტალის მონაცემებთან დაკავშირებით, მათ შორის შემთხვევებში, როდესაც კომპანია MONT თვლის, რომ თქვენ დაარღვიეთ მოცემული პირობები. პორტალზე წვდომის ამგვარი შეწყვეტისას თქვენ დაუყოვნებლივ კარგავთ მისი გამოყენების უფლებას. თქვენ თანახმა ხართ, რომ პორტალზე MONT თქვენი წვდომის ნებისმიერი შეწყვეტა შეიძლება მოხდეს თქვენი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, და რომ კომპანიას MONT შეუძლია დაუყოვნებლივ მოახდინოს თქვენი პაროლის და ლოგინის დეაქტივაცია და წაშლა და ასევე წაშალოს მათთან დაკავშირებული ინფორმცია ან ფაილები და/ან შეგიზღუდოთ ნებისმიერი შემდგომი წვდომა ასეთ ინფორმაციაზე ან ფაილებზე.